1777610127
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: რისი გაშავებაც სურთ, ყველაფერს რუსულს არქმევენ
მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს და რუსულ პროექტად შერაცხონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
წილოსანი გამოეხმაურა სააკაშვილის Facebook-პოსტს, სადაც ის პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს.
„ესეც აშშ-ის მხრიდან გასაჯაროებული ტაქტიკაა - რისი გაშავებაც სურთ, ყველაფერს რუსულს არქმევენ“, - აღნიშნა წილოსანმა.