ნინო წილოსანი: რა საკითხებზე საუბრობდნენ და რა ჰქონდათ საერთო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს და სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილად ძალიან საინტერესოა როგორც ჩვენთვის - პოლიტიკოსებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის

„რა საკითხებზე საუბრობდნენ და რა ჰქონდათ საერთო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს და სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილად ძალიან საინტერესოა როგორც ჩვენთვის - პოლიტიკოსებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ სალომე ზურაბიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრასთან დაკავშირებით.
ნინო წილოსანის თქმით, აუცილებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, სალომე ზურაბიშვილს რა სტატუსით ხვდებიან ქვეყნის შიგნით დიპლომატები თუ ქვეყნის გარეთ.
„სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი პიონერი გახდა, ამ შემთხვევაშიც არ მგონია, რომ რაიმე სასიკეთოს საუბრობდა ჩვენს ქვეყანაზე.
აუცილებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, სალომე ზურაბიშვილს რა სტატუსით ხვდებიან ქვეყნის შიგნით დიპლომატები თუ ქვეყნის გარეთ.
რა საკითხებზე საუბრობდნენ და რა ჰქონდათ საერთო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს და სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილად ძალიან საინტერესოა როგორც ჩვენთვის - პოლიტიკოსებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.