1761197432
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: პოლიციის მანქანაზე მორბენალი გოგო ვერასდროს გახდება ქართველი ქალის და ქართული აქტივიზმის სახე

„პოლიციის მანქანაზე მორბენალი გოგო ვერასდროს გახდება ვერც ქართველი ქალის და ვერც ქართული აქტივიზმის სახე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
„სამწუხაროდ, ეს ვითომ აქტივისტები ითხოვენ, რომ ვიღაცის მონები და ვიღაცის მორჩილებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, კანონს ექნება შესაბამისი რეაგირება და თითოეული ამ თვითნებობის თუ დანაშაულებრივი მოქმედების დროს დაკავებული ადამიანი არის დამნაშავე და მათი დაკავება არაფრით უკავშირდება პოლიტიკურ ინტერესს“, - აღნიშნა წილოსანმა.