Loading data...
ნინო წილოსანი: მართლაც, რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შიმშილობს და მოთხოვნებს ოპოზიციასვე უყენებს და არა ხელისუფლებას

„მართლაც, რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შიმშილობს და მოთხოვნებს ოპოზიციასავე უყენებს და არა ხელისუფლებას“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ამიტომ, ეს შიმშილობაც ძალიან მალე დასრულდა.

„ოპოზიცია იმდენად უსამშობლოა, რომ უკვე თავის რიგებშიც და საკუთარ ამომრჩეველშიც ვეღარ პოულობს თანადგომას. ფაქტია, რომ ელენე ხოშტარიას მორიგი რადიკალიზმი და ექსტრემიზმი მიემართებოდა იმისკენ, რომ საკუთარი კოლეგებისთვის რაღაც დაევალდებულებინა. მართლაც, რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შიმშილობს და მოთხოვნებს ოპოზიციასავე უყენებს და არა ხელისუფლებას. ამიტომ, ეს შიმშილობაც ძალიან მალე დასრულდა და ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნზე მხოლოდ იგივე პარტიებმა, პოლიტიკურმა სუბიექტებმა განაცხადეს, რომ აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ვისაც აქამდე ისედაც ჰქონდა ეს დაფიქსირებული. მეორე მხრივ, ისინი ვინც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არის „ლელო“ და გახარიას პარტია, მათმა წარმომადგენლებმა პირიქით, უსაყვედურეს და გარკვეულწილად ძალიან კორექტულად მოუწოდეს ამ სიგიჟეს თავი გაანებოს“, - აცხადებს ნინო წილოსანი.