Loading data...
ნინო წილოსანი „ლელოზე“: ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის ამ გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით

„ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც პოზიციონირდება თითქოს პრო ბიზნეს პოლიტიკით, გამოდის ამ დიდი ინვესტიციის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში „ლელო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „ემაარის” 6,5 მლრდ-იან ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შეფასებისას.

მისივე თქმით, ვინმეს თუ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეს პოლიტიკური პარტიად წოდებული იყო ბიზნესის მხარდამჭერი, ახლა ყველაზე მკაცრად აკრიტიკებს და ნეგატიურ შეფასებებს აკეთებს EMAAR-ის ინვესტიციის წინააღმდეგ.

„ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის ამ გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.