Loading data...
ნინო წილოსანი: „ლელო“ როგორი უაზრო და გაუგებარი პარტიაცაა, ისე უაზროდ ვითარდება პროცესები პარტიის შიგნითაც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, „ლელო“ როგორი უაზრო და გაუგებარი პარტიაცაა, ისე უაზროდ ვითარდება პროცესები პარტიის შიგნითაც.

„პარტია „ლელო“ როგორი უაზრო და გაუგებარიც არის, შესაბამისად, უაზროდ ვითარდება პროცესები მისი პარტიის შიგნით. „ლელოს“პარტიის წევრებს ახლა რთული დრო დაუდგათ, მათივე მოკავშირეები „დედა პარტიის“- „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები პირდაპირ და უსასტიკესად ესხმიან თავს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ათვითცნობიერებს, რომ ეს მათივე გადაწყვეტილებაც კი არ იყო, ვინ იღებდა მონაწილეობას და ვინ არა, არამედ გარედან ორკესტრირებული პროცესი არის. ამიტომ, ამის მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ ზიზღსა და დაპირისპირებას ვერ მალავენ. ეს არის ძალადობრივი დაჯგუფების ხელწერა“, - აღნიშნავს წილოსანი.