Loading data...
ნინო წილოსანი: ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას

„ყველა ის ადამიანი, რომელიც „EMAAR“-ის ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

მან ინვესტიციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„6,5-მილიარდიანი ინვესტიცია მოხმარდება საქართველოს ეკონომიკის წინსვლას, იმ ეკონომიკური ზრდის სტაბილურობას, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივიღეთ (მომავლის 5-წლიან პროგნოზებში უკვე საუკეთესო მაჩვენებლები გაქვს), ამ ქვეყანაში 30 000-მდე დასაქმების ადგილის შექმნას, ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და ზოგადად - განვითარებას.

განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის მოწინააღმდეგე არის „ლელო“, რომელიც პრო-ბიზნესპარტიად უნდა პოზიციონირებდეს წესით, თუმცა უკვე გასულია ყველანაირი პოლიტიკური მოქმედების არეალიდან“, - აღნიშნა წილოსანმა.