Loading data...
ნინო წილოსანი: კოორდინირებული მმართველობა და სახელმწიფოს ასეთი ინსტიტუციური გაძლიერება არის ის მიზეზი, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხდებით სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტები

„კოორდინირებული მმართველობა და სახელმწიფოს ასეთი ინსტიტუციური გაძლიერება არის ის მიზეზი, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხდებით სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, არავის ინტერესში არ არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები იყოს ძლიერი და კოორდინირებული მმართველობის კუთხით იღებდეს საუკეთესო შეფასებებს.

კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა.