ნინო წილოსანი: კაია კალასმა ქართველი ხალხის არჩევანი კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს
ჩვენს შეფასებებს რომ არ დავეყრდნოთ, ალბათ საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავთ კაია კალასსა და მის მსგავს ლიდერებს ევროკავშირი, როგორ დასუსტდა ევროკავშირი როგორც ეკონომიკურად, ასევე, გეოპოლიტიკური პოზიციონირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესსა და მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.
„საზოგადოება ხედავს, რამდენი გამოწვევა აქვს ევროკავშირს, როგორც ინსტიტუციას, და წევრი სახელმწიფოები როგორ აპროტესტებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც კაია კალასი და მისი მსგავსი ლიდერები უჭერენ მხარს. ამიტომ, როდესაც ასეთი პოლიტიკის მწარმოებელი ევროპოლიტიკოსი გაკრიტიკებს და პოლიტიკას გიწუნებს, ალბათ მარტივია, არჩევანი გააკეთო, სად დგას სიმართლე.
ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესსა და მოთხოვნებთან არის სრულ თანხვედრაში. თუ კაია კალასი ვინმე სხვას მიმართავს და არა ქართველ ხალხს, ესეც გვითხრას, რადგან ქართველი ხალხის არჩევანი კარგად იცის და ისიც იცის, რომ ჩვენს პოლიტიკას სრული მხარდაჭერა აქვს“, - აღნიშნა წილოსანმა.