ნინო წილოსანი - ეს ალიანსიც ფარსი იყო და მალევე ჩამოეშალათ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც საკუთარ ბელადსაც უჯანყდებიან
„ეს ალიანსიც ფარსი იყო და მალევე ჩამოეშალათ. რა თქმა უნდა, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც საკუთარ ბელადსაც უჯანყდებიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, მოძალადე ადამიანების ეს პოლიტიკური დაჯგუფება საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც არც ერთმანეთთან არის ჰარმონიაში.
„ახლა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ფუნდამენტალისტი მიმდევრები კატეგორიული მესიჯებით გამოდიან და ალიანსის დანარჩენ წევრებთან, რომლებიც თითქოს აჯანყებულებად გვევლინებიან, განსაკუთრებულ დაპირისპირებაში მოდიან.
თავისთავად, მოძალადე ადამიანების ეს პოლიტიკური დაჯგუფება ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც არც ერთმანეთთან არის ჰარმონიაში. იმაზე უკვე აღარ ვსაუბრობ, რომ მათი მოქმედებები ქართველი ხალხის და მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.