Loading data...
ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ლოგიკურ ჯაჭვსაც კი ვერ ააწყობს ადამიანი, ისეთ ფაქტებსა და მოცემულობაზე საუბრობენ.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო. ფაქტობრივად, არაფერზე დაყრდნობით, ჭორაობით, ლოგიკურ ჯაჭვსაც კი ვერ ააწყობს ადამიანი, ისეთ ფაქტებსა და მოცემულობაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, „ასავალ-დასავალისთვის“ ესეც საკმარისი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ კამპანიები აეგორებინა.

სამწუხაროა, რომ ასეთი სტატიები, როგორც ჩანს, ხშირად იბეჭდებოდა, თუმცა ზუსტად იმაზე, რომ ასავალ-დასავალში გარკვეულწილად შეკვეთილი თუ მიზანმიმართული სტატიები იბეჭდებოდა, ამის შესახებაც ჩემთვის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის პოსტებიდან გახდა ცნობილი. ამიტომ, როგორც ჩანს, თავადვე ასაჯაროებენ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა წილოსანმა.