Loading data...
ნინო წილოსანი: ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ

„ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელმაც ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატები შეაფასა.

„ადვილი მისახვედრია, რომ ყველა დებატი თუ რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტში, ერთი მხრივ უკავშირდება თავისი აგენტურის საქართველოში გაძლიერებას, მაგრამ ამავდროულად, პირდაპირ დროში თანხვედრაშია რომელიღაც დაგეგმილი აქციის წინა პერიოდთან, იმისთვის რომ უფრო მეტად გაზარდონ მუხტი.

სწორედ ასეთი დებატები გაიმართა ევროპარლამენტში, სადაც ითხოვდნენ ისეთი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, იმ პატიმრების განთავისუფლებას, რომლებიც უკვე განთავისუფლდნენ იქიდან გამომდინარე, რომ თავად აღიარეს ბრალი და რაც მთავარია, იმ დამნაშავეების უდანაშაულოდ გამოყვანის მცდელობა იყო, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა.

ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ, რათა კონკრეტული დაკვეთა შეასრულონ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.