ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის უარი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, არის სუვერენული ქვეყნის პრემიერის ღირსეული პასუხი

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როცა სტუმრად მყოფი ფინეთის მაღალი რანგის წარმომადგენელი მიდის კანონსაწინააღმდეგო მიტინგზე და სიცრუეზე აგებულ განცხადებებს აკეთებს, ის ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის მეგობარი.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის უარი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, არის სუვერენული ქვეყნის პრემიერის ღირსეული პასუხი.
„ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა როგორ არ უნდა იამაყოს პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებით, რაც დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მაშინ როცა სტუმრად მყოფი ფინეთის მაღალი რანგის წარმომადგენელი მიდის კანონსაწინააღმდეგო მიტინგზე, სადაც თითო ოროლა ახალგაზრდა დაბორიალებს და სიცრუეზე აგებულ განცხადებებს აკეთებს, იგი ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის მეგობარი. ასე რომ ირაკლი კობახიძის უარი შეხვედრაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არის სუვერენული ქვეყნის პრემიერის ღირსეული პასუხი. ჩვენ კი უნდა ვამაყობდეთ დღევანდელი ეროვნული ხელისუფლებით“, - წერს ნინო ფოჩხუა.