Loading data...
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7108 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 არი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1508 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1411 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0648 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 ოქტომბერს შევა ძალაში.