Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მყარი მხარდაჭერა აქვს, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია

„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მყარი მხარდაჭერა აქვს, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის რეიტინგი კი იმ კატასტროფულ რეალობას ასახავს, რაც ოპოზიციაშია.

„ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო. მაშინ, როცა ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ჩამოანგრიო სახელმწიფო ინსტიტუტები, არჩევნების შედეგებს არ ცნობ, ქუჩაში მიმართავ ძალადობას და უცხო ქვეყნებს მიმართავ, რომ შენი სახელმწიფო დაასანქცირონ, რა თქმა უნდა, მათი რეიტინგი უფსკრულისკენ მიექანება და ეს კარგია“, - აღნიშნა სამხარაძემ.