Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: ჯო უილსონის რეზოლუციაში ხდება ფაქტების დამახინჯება და ჩვენ ვერ შევეგუებით ფაქტების დამახინჯებას, ნამდვილად არ ვფიქრობთ ასამბლეის დატოვებას, არავის გავახარებთ ჩვენ იმით, რომ როდესაც მსგავსი ბრალდებები გაჟღერდება საქართველოს წინააღმდეგ, დარბაზში მოპასუხე არ ჰყავდეთ

„ჯო უილსონის რეზოლუციაში ხდება ფაქტების დამახინჯება და ჩვენ ვერ შევეგუებით ფაქტების დამახინჯებას“, - განუცხადა „იმედის კვირას“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო არ აპირებს ასამბლეის დატოვებს და არავის გაახარებს იმით, რომ როდესაც საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებები გაჟღერდება, დარბაზში მოპასუხე არ ჰყავდეთ.

„ასამბლეის პრეზიდენტმა ჩვენ რომ დარბაზიდან გავდიოდით, მე მომართა პირადად და მითხრა, რომ არ იყო ეს კარგი აზრი იმიტომ, რომ თქვენ ქვეყანაშიც პარლამენტის დატოვება არ იყო კარგი გადაწყვეტილებაო. მას ეგონა, რომ ასამბლეას ვტოვებდით და შემდეგ რამდენიმე ადამიანი გამოგვყვა გარეთ, თუმცა მე დავამშვიდე ისინი. ნამდვილად არ ვფიქრობთ დატოვებას, არავის გავახარებთ ჩვენ იმით, რომ როდესაც მსგავსი ბრალდებები გაჟღერდება საქართველოს წინააღმდეგ, დარბაზში მოპასუხე არ ჰყავდეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჰააგის დეკლარაციამ არაფერი არ შეცვალა, გარდა იმისა, რომ იყო უსუსური მცდელობა, გადაეწერათ ეუთო/ოდირის 2024 წლის საარჩევნო ანგარიში“, - განაცხადა სამხარაძემ.