Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0089 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0100 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0558 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 ივლისს შევა ძალაში.