ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილიც სწორედ ისაა, რომ ევროკავშირთან ჰქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი.
„ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებებს და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს რაოდენობა - წევრი ქვეყნების ხელისუფლებებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების რიცხვი იქნება იმდენი, რომ ვერც ქალბატონი კალასი და ვერც ქალბატონი კოსი ამ გადაწყვეტილებას უკვე წინ ვერ აღუდგებიან.
რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის სწორედ დიალოგი, ჩვენი სურვილიც არის ჩართულობა, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი“, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.