Loading data...
ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლას არ მოუხსნიან

„დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლას არ მოუხსნიან“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ევროკავშირში არ არის ერთიანი პოზიცია ამასთან [უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან] დაკავშირებით. ძალიან ბევრ ქვეყანას ბევრი კითხვის ნიშანი აქვს, რაც გამოჩნდა ეუთოს ასამბლეაზეც, როდესაც ეუთოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ არჩევნების შედეგები ეჭვს არ იწვევს და ხალხის ნება იყო გამოხატული.

ეს არ არის მხოლოდ ეუთოს გენმდივნის განცხადება, ეს არის ასევე ბევრი ევროპულ სახელმწიფოში გაბატონებული აზრი, რომ თუ არჩევნები კარგად ჩატარდა, მაშინ რას ვერჩით ამ ხელისუფლებას და რატომ ამბობს ზოგიერთი ქვეყანა, რომ არჩევნები გაყალბდაო. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლას არ მოუხსნიან“, - აღნიშნა სამხარაძემ.