ნიკოლოზ მეტრეველი სუსის მიერ დაკავებულ გიორგი ქემოკლიძეზე: კაცი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ბინძური დავალებების შემსრულებელი იყო, ცხადია, ახალი ხელისუფლების პერიოდშიც არც ზნეს შეიცვლიდა და არც ფერს, საკითხავი ის არის, ვინ მფარველობდა წლობით და აწინაურებდა კიდევაც

„როდესაც სახელმწიფო ვერტიკალში რაღაც ცუდი და ჯერჯერობით ამოუხსნელი ხდება ხოლმე, რატომღაც გვიკვირს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში პასუხი ბევრად ბანალურია“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რომელიც ეხმიანება პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დიდძალი ქონების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სუსის მიერ დაკავებული ქემოკლიძე „ნაცმოძრაობის” ბინძური დავალებების შემსრულებელი იყო, თუმცა, საკითხავია ის, თუ ვინ მფარველობდა და აწინაურებდა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მას.
„როდესაც სახელმწიფო ვერტიკალში რაღაც ცუდი და ჯერჯერობით ამოუხსნელი ხდება ხოლმე, რატომღაც გვიკვირს, თუმცა ხშირ შემთხვევაში პასუხი ბევრად ბანალურია.
გიორგი ქემოკლიძე, კაცი რომელიც ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ბინძური დავალებების შემსრულებელი იყო, ცხადია ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც არც ზნეს შეიცვლიდა და არც ფერს. საკითხავი ის არის, თუ ვინ მფარველობდა წლობით მსგავს ოდიოზურ პირს და უფრო მეტიც - კიდევაც აწინაურებდა?!”, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.