Loading data...
ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისგან დისტანცირებას არ ვაპირებ

პარტია „ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისგან დისტანცირებას არ აპირებს. 

გვარამიას განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიას სამტკიცებელი აქვს, რომ ვინმე არ არის. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც არ ვყოფილვარ... დისტანცირებას კი არ ვაპირებ. ჩემი სიმართლე და გულწრფელობა იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისგან და ასე შემდეგ დისტანცირებას არ ვაპირებ.  

მიმაჩნია რომ იმ ხელისუფლებას, რამდენი შეცდომაც არ უნდა დაითვალონ, არ მგონია უფრო მეტი ვინმეს გაეკეთებინა ამ ქვეყნისთვის. არ ვაპირებ უარყოფას და ამ მეთოდებით ჩემს დისტანცირებას. მურუსიძე ხომ არ ვარ ვთქვა, რომ სისტემა მჩაგრავდა. რა სისულელეა. რასაც ვფიქრობდი იმას ვფიქრობ. არ ვფიქრობ რომ ნიკა გვარამიას სამტკიცებელი აქვს, რომ ვინმე არ არის. ასე არ მგონია. მე ვარ მე, ყოველთვის ასე იყო და ახლაც მე ვარ“, - აღნიშნა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას.