1737302009
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აქვეყნებს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.