მიხეილ ყაველაშვილი: ვმართავთ ქვეყანას ჩვენი ხალხის ლეგიტიმაციით და ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

„ჩვენ ამ ეტაპისთვის გაძლიერებული ვართ, როგორც სახელმწიფო და ამას ხედავს ხალხი, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს იქცევა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამაც“ დაპირება დადო, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, რასაც დღემდე ერთგულად ასრულებს.
„ჩვენ ამ ეტაპისთვის გაძლიერებული ვართ, როგორც სახელმწიფო და ამას ხედავს ხალხი, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს იქცევა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ნიშნული, სადაც ამის ქვემოთ აღარ ექნება არცერთ ხელისუფალს, რომ წამოვიდეს. იმიტომ, რომ ხალხი შეგნებით შეხვდა ამ ყველაფერს, გაიგო, რომ იძულებული იყო, რომ სხვანაირად მოქცეულიყო ხელისუფლება და ამ არჩევნებში ეს დამტკიცდა და კვლავ მისცეს მას შესაძლებლობა, რომ მართოს ქვეყანა. ეს არის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ლეგიტიმაცია „ქართული ოცნებისთვის“, „ქართულმა ოცნებამაც“ დადო დაპირება, რომ ის ყოველთვის იმოქმედებს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ეს არის ნიშნული. რადგან ვმართავთ ქვეყანას ჩვენი ხალხის ლეგიტიმაციით და ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამის ზემოთ ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ნებისმიერი საკითხი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.