Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7094 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1783 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1825 შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0668 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 ივლისს შევა ძალაში.