Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს პირისპირ შეხვდა.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

შეხვედრაზე სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა.