მიხეილ ყაველაშვილი: სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან - ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.
მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემს თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.
I held a telephone conversation with the President of the Republic of Türkiye, H.E. Recep Tayyip Erdoğan. I conveyed my deepest condolences to my Turkish counterpart regarding the crash of a Turkish Air Force cargo plane in Georgia. The conversation also addressed the ongoing…
— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) November 12, 2025