მიხეილ ყაველაშვილი: კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო

„კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას სჭირდება, რომ თითოეულ მოქალაქეზე აისახოს გარკვეული სიკეთეები.
„ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით სამეულში, მთავარია, როგორ რეაგირებენ ჩვენი ინსტიტუციები. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი. მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო. ალბათ გაგრძელდება ეს პროცესი, რადგან საზოგადოებას სჭირდება, იმ გარემოსთან ერთად, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნეთ, ასახულიყო იყოს თითოეულ მოქალაქეზე.
როცა ბიუჯეტი სამჯერ და ოთხჯერ იზრდება, ეს კორუფციული ნიშნები, რომელიც არსებობს, ამასაც რომ აღმოვფხვრით, მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება საზოგადოებას, პენსიები, ხელფასები გაიზრდება და მეტი დოვლათი შეიქმნება.
სახელმწიფოს როლია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყოს აღმოფხვრილი. მისასალმებელია, რომ ასე კარგად დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების და ასევე, ანტიკორუფციულმა სამსახურმა“, - აცხადებს ყაველაშვილი.