Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს მოქალაქეებს საქმით დავანახეთ, რომ მშვიდობასა და პრინციპებს, რომელიც გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა

„საქართველო სანქციებს რომ მიერთებოდა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მინუსებში იქნებოდა და არც ერთი ინვესტიცია აქ არ განხორციელდებოდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმით დაინახეს, რომ მშვიდობასა და იმ პრინციპებს, რასაც მთავრობა ატარებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა.

„ერთადერთი ინვესტიცია, რაც იქნებოდა - იარაღს გამოაგზავნიდნენ და ჩვენი სამხედროები შეეწირებოდნენ უთანასწორო ომს, რაც დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამას ითხოვდა უკლებლივ ყველა. ამ ყველაფერს გავუძელით და ჩვენს მოქალაქეებს საქმით დავანახეთ, რომ მშვიდობასა და პრინციპებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.