Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს, სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა

გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია განათლებული და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების გარეშე. სახელმწიფოს მიზანი კი ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი წარსულისა და აწმყოს გააზრებას დაეფუძნება და თანამედროვე გამოწვევების პირობებში საქართველოს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ განათლების სისტემა ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, მომავალ თაობას საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ადრეული ასაკიდანვე უნდა აზიარებდეს და სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა.

„ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს.

სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების, ფაქტობრივად, მთლიანი სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს.

მე მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ მივიღებთ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის, გამართულ სისტემას, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და პროფესორის საჭიროებებზე იქნება მორგებული და საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს მოემსახურება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.