Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია, ჩვენი გზავნილები მკაფიოა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ

ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია.

ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოს გაერთიანებასთან.

„ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც ნდობის აღდგენისა და ჩატეხილი ხიდების ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება გადაიქცეს.

სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო გაერთიანებასთან. ამის რწმენას კი ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები გვიმყარებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.