1760966093
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ჩეხეთსა და გერმანიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ალექსანდრე კარტოზია დაინიშნნენ.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.