1749399373
პოლიტიკა
მდინარაძე: რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!

„რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხთან ერთად ამას შეძლებს.
„ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან! უდიდესი თავმოყვარეობის მქონე ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ერთიან, ძლიერ, ამაყ საქართველოში ვიცხოვრებთ! სხვა გზა არ არსებობს! ასე უნდა ახდეს ქართული ოცნება!“, - წერს მამუკა მდინარაძე.