Loading data...
მათიკაშვილი: ზოგადად, პარტიული ტელევიზიებიდან იმდენი ტყუილი და ცილისწამება გვაქვს მოსმენილი, რომ აქ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის

„ტვ პირველიდან“ და ზოგადად, პარტიული ტელევიზიებიდან ჩვენ იმდენი ტყუილი და ცილისწამება გვაქვს მოსმენილი და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვუსმენთ, რომ აქ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის, - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ტვ პირველის“ მხრიდან პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობას.

მათიკაშვილის თქმით, კონკრეტული პროკურორი, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმე მიჰყავს, პროპაგანდისტული მედია საშუალებების მხრიდან გამორჩეულად, თავდასხმის ობიექტია.

„ტვ პირველიდან“ და ზოგადად, პარტიული ტელევიზიებიდან ჩვენ იმდენი ტყუილი და ცილისწამება გვაქვს მოსმენილი და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვუსმენთ, რომ აქ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის.

 მაგრამ, აღსანიშნავია და ხაზგასასმელია, რომ ის კონკრეტული თანამდებობის პირი, კონკრეტული პროკურორი, რომელსაც მიჰყავს 4 ოქტომბრის საქმე, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის და თავდასხმის საქმე, არის გამორჩეულად თავდასხმის ობიექტი, ამ რადიკალური, პროპაგანდისტული მედია საშუალებების მხრიდან.

ცხადია, რომ ტყუილებით გაკეთებულ სიუჟეტებში ვერაფერს, ვერც ახალს და ვერც მართალთან მიახლოებულს საზოგადოება ვერ ამოიკითხავს. ეს არაერთგზის, თვითონ ამ ტელევიზიებმა საკუთარი სიუჟეტებით დაამტკიცეს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.