Loading data...
მათიკაშვილი ტრამპისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა, რათა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის

საზოგადოებამ რაც იხილა, ეს ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და ის იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა თამარ ტალიაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის ელჩის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე საუბრისას.

მათიკაშვილის თქმით, ახლა მთელი ოპოზიცია დაეწყობა და თავის მართლებას დაიწყებს.

„იცით, რა მოკლე დროში მოგვარდა ყველა ის ტექნიკური საკითხი, რომელიც უფლებამოსილების სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით იყო აუცილებელი. ამ შეხვედრაზე იყო სახელმწიფო მდივანი. საუბარი შედგა საქართველო-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე.

ახლა დაეწყობიან რადიკალები, მთელი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, დაიწყებენ თავის მართლებას. თუმცა საზოგადოებამ რაც იხილა, ეს ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და ის იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.