Loading data...
მათიკაშვილი: შეწყვიტონ არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, მოემზადონ არჩევნებისთვის და იქ გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს

„პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მეორე, შეწყვიტონ ის არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, მოემზადონ არჩევნებისთვის და იქ გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ორი წარმომადგენლის მიერ შიმშილობის დაწყებას.

მათიკაშვილის თქმით, დემოკრატიული პროცესია არჩევნების გზით წარმატებას მიღწევა.

„დემოკრატიული პროცესი არის არჩევნების გზით მონაწილეობა და იქ მცდელობა, რომ წარმატებას მიაღწიო. ყოველი სხვა მცდელობა, იქნება ეს ზეწოლა მორალური თუ ფიზიკური საზოგადოებაზე, ბულინგი, მცდელობა, შიმშილობით დააშინო საზოგადოება და ის გადაწყვეტილება მიაღებინო, რაც შენ გსურს, არის კონტრპროდუქტიული.

ამიტომ, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მეორე, შეწყვიტონ ის არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, მოემზადონ არჩევნებისთვის და იქ გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.