Loading data...
მათიკაშვილი: შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი, ობიექტური დასკვნა

„იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, არ იყოს არანაირი ნიადაგი იმისთვის, რომ ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა და ტყუილების დემონსტრირება, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას.

მისი თქმით, შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით.

„გამოვთქვათ იმედს, რომ მეტი პატივისცემით და მეტი არსებითი ხედვით იქნება განმსჭვალული ყველა ის შეხედულება, რომელიც ეუთო/ოდირის საქმიანობასთან იქნება საქართველოში დაკავშირებული.

ბურთი არის მათ მხარეს, ჩვენ ველოდებით მათ ჩამობრძანებას და შექმნილი იქნება აბსოლუტურად ყველა პირობა იმისთვის, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც სადამკვირვებლო მისიამ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი და ობიექტური დასკვნა“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირს მოწვევის წერილით მიმართა.