მათიკაშვილი: სანქცირების რეჟიმშიც კი გადავიდა აშშ იმ ცენზორების მიმართ, რომლებიც ცდილობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით საკუთარი დღის წესრიგი შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სანქცირების რეჟიმშიც კი გადავიდა შეერთებული შტატები იმ ცენზორების მიმართ, რომლებიც ცდილობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, საკუთარი დღის წესრიგი შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკაში
„დღეს, ჩვენ უკვე ვხედავთ მოცემულობას, როდესაც სანქცირების რეჟიმშიც კი გადავიდა შეერთებული შტატები იმ ცენზორების მიმართ, რომლებიც ცდილობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, საკუთარი დღის წესრიგი შეიტანონ მსოფლიო პოლიტიკაში, შეერთებული შტატების პოლიტიკაში.
მარკო რუბიომ ჩათვალა, რომ ამ პირების შესვლა შეერთებულ შტატებში იქნება საფრთხე აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის. ეს არის ხაზგასმა და კიდევ ერთი დასტური იმის, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ანტიდემოკრატიული ხაზი კვლავ გრძელდება, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.