Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1803 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1825 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0629 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 დეკემბერს შევა ძალაში.