მათიკაშვილი: საერთოდ უვიზო რეჟიმის თემატიკა, რომ დადეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის წინსვლა არის იმდენად მაღალი თამასის მატარებელი ღირებულა, რომ საპირწონედ ამას ვიზის ასაღებად რიგში დგომა ვერაფრით ვერ მიესადაგება
მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის რეალურ პოლიტიკასა და მიდგომებზე, ასევე, დიპლომატებისთვის დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატია ქართველ ხალხზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.
„ცდილობენ საზოგადოებაზე, ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა იმისთვის, რომ მიაღებინონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება, მაგრამ არის სრულად არა ეფექტური, არაფრის მომცემი, რადგან კიდევ ერთხელ, არათუ მხოლოდ დიპლომატიური პასპორტები, საერთოდ უვიზო რეჟიმის თემატიკა, რომ დადეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი, ვისთვისაც დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ქვეყნის წინსვლა, პროგრესი და მომავალი შვილებისა არის იმდენად მაღალი თამასის მატარებელი ღირებულა, რომ საპირწონედ ამას ვიზის ასაღებად რიგში დგომა ვერაფრით ვერ მიესადაგება“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.