Loading data...
მათიკაშვილი: რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოიქცევა ისე, როგორც დაავალებენ.

„რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს. არ არის გასაკვირი ეს დაპირისპირება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, აგენტურულ პარტიებს და ე.წ. პოლიტიკოსებს წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, ისინი გააკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ. ეტყვიან ყირაზე დადექითო - დადგებიან ყირაზე, ეტყვიან ერთმანეთს დაუპირისპირდიო - დაუპირისპირდებიან, გაერთიანდებიან, თუკი ეს დავალება ექნებათ“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.