მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს
ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას საზოგადოება არ ენდობა, ამიტომ თათბირს დაესწრება „ნაცმოძრაობა“, კიდევ ერთხელ გამოააშკარავებენ საკუთარ დაპირისპირებას, თუ შეძლებენ და ერთობლივად გაართმევენ ამ ყველაფერს თავს, საბოლოო შედეგი არის ერთი, ეს არის საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა.
„რაც არ უნდა შეძლონ და ერთ მუჭა ადამიანებს თავი მოუყარონ, რა თქმა უნდა ეს მათი მხრიდან იქნება კიდევ ერთი მცდელობა საკუთარ უცხოელ პატრონებს დაანახვონ, თითქოს რაიმე ფორმით შესწევთ ძალა აქ საზოგადოების მობილიზების, სინამდვილეში ესეც ფუჭად ჩაივლის და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს მათ აბსოლუტურ უუნარობას და ანტი ქართულ პოლიტიკას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.