1747753209
პოლიტიკა
მათიკაშვილი კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერების მხრიდან გირაოს არ გადახდის გადაწყვეტილებაზე: რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი

„რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის მიერ გირაოს არ გადახდის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ისინი მცირერიცხოვან ამომრჩეველთან და პატრონებთან თავის გამართლებას ცდილობენ.
„სინამდვილეში მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. ცდილობენ საკუთარ ძალიან მცირერიცხოვან ამომრჩეველთან და პატრონებთან თავის გამართლებას. რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. რეალურად, ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც გადაიხადა გირაო, ვინც უარს აცხადებს გირაოს გადახდაზე, სახელმწიფო კი იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.