Loading data...
მათიკაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულების განცხადებაზე: ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ამ ადამიანებს, რას ნიშნავს უდანაშაულობა, საზოგადოებამ იხილა, როგორც ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებას

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა რა მოხდა 4 ოქტომბერს და რა განზრახვა ჰქონდათ ამ ადამიანებს.

„ძალიან ცუდი და თვალთმაქცური წარმოდგენა აქვთ ამ ადამიანებს, რას ნიშნავს დანაშაული და რას ნიშნავს უდანაშაულობა. მთელმა საზოგადოებამ თვალნათლივ იხილა ის, რაც მოხდა 4 ოქტომბერს.

როგორც ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებას, როგორ გადაანგრიეს ღობე, როგორ იყო ძალადობა, ცეცხლი, როგორ წაუკიდეს ორბელიანების მოედანს.

ამ ყველაფრის ფონზე უსუსური მცდელობაა, რომ როგორმე თავი დაიძვრინონ სამართლებრივად სწორ, სამართლიან და პროპორციულ პასუხისმგებლობისგან, რომელიც რა თქმა უნდა მოელის ყველას ვინც აღმართავს ხელს სახელმწიფოზე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.