Loading data...
მათიკაშვილი: გაუგონარი თავდასხმა ხდებოდა ქართულ სუვერენიტეტზე მაშინ, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები თბილისის ქუჩებში დაიარებოდნენ ადგილობრივ რადიკალებთან ერთად და პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ჩვენს მოსახლეობაზე

გაუგონარი თავდასხმა ხდებოდა ქართულ სუვერენიტეტზე მაშინ, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები თბილისის ქუჩებში დაიარებოდნენ ადგილობრივ რადიკალებთან ერთად და პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ამომრჩევლებზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი დოზით ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში ნათელი დასტურია, თუ როგორ ცდილობდნენ ქართველი ხალხისთვის ძალმომრეობით ის გადაწყვეტილება მიეღებინებინათ, რომელიც მათ სურდათ და არ იყო ეროვნული ინტერესი.

„ტყუილი არის ერთ-ერთი აქტიური პედალირების ინსტრუმენტი ევრო ჩინოსნებისთვის დღესდღეობით, რადგან საქართველოსთან მიმართებით გააჩნიათ ასეთი მტრული დამოკიდებულება, ჩვენი ერთადერთი იარაღი არის სიმართლე, ჩვენ ყოველთვის მართალი ვიყავით და ვართ დღესაც, ხოლო ტყუილით მოსიარულე ევრო ჩინოვნიკები რა შედეგამდე მიიყვანენ ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას, კარგს ვერაფერს ვუწინასწარმეტყველებ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.