მათიკაშვილი: გახარიებსა და „ლელოს“ რთულად დავარქმევდი „ქართული ოცნების“ კონკურენტებს, მმართველი გუნდი 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

გახარიებსა და „ლელოს“ რთულად დავარქმევდი „ქართული ოცნების“ კონკურენტებს, რადგან, რეალურად, თვითმმართველობის არჩევნებში უკონკურენტოა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
რადიკალებს ერთმანეთში თანხმობა არ აქვთ. ვინც მათ დავალებებს აძლევს, ცდილობს, ისეთი სცენა დადგან და საზოგადოება ისე მოატყუონ, თითქოს ყველა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული არ არის და მათი დანაშაულებით დამძიმებული არ არის. ვითომ, ოპოზიციაში „შუაშისტური“ მოცემულობაა. ამით საზოგადოების იმ ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ, რომელიც არც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია და არაც ხელისუფლების. ეს მცირე ნაწილია, მაგრამ საარჩევნო ხმებზე ნადირობა ასე ხდება.
სინამდვილეში, ეს ყველაფერი უსუსური მცდელობაა და აჩვენებს, რომ პატრონებს ქართველი ხალხის არ ესმის, მათ მოტყუებას ცდილობენ. ყველამ იცის, გახარია და „ლელო“ ვინ არიან - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ყველამ იცის, როგორი ფანდებიც არ უნდა ატარონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.