Loading data...
მათიკაშვილი: ევროპარლამენტი არის ზეწოლის, ძალმომრეობის ინსტრუმენტად ქცეული ევროკავშირის წიაღში

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტს ზეწოლისა და ძალმომრეობის ინსტრუმენტად მოიხსენიებს.

„ევროპარლამენტი არის ზეწოლის, ძალმომრეობის ინსტრუმენტად ქცეული ევროკავშირის წიაღში - ადამიანები, რომლებსაც არაფერი მოეკითხებათ, რომლებიც წარმოადგენენ პარტიებს, რომელიც დღესაც ფიქრობს, რომ მიხეილს სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო.

როგორ შეიძლება, მათ სიტყვას რამე ფასი ჰქონდეს ქართველი ხალხისთვის?! თქვენ კარგად გახსოვთ ცარიელი დარბაზები და სააკაშვილის ხალხის თავდასხმები საზოგადოებაზე, რატომ? იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა არ ისურვა მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში დაბრუნება“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.