Loading data...
მათიკაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ქართველმა ხალხმა დაინახა, რა ძალმომრეობასა და შანტაჟს ეწევიან ევროჩინოვნიკები იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რაც მათ სურთ

ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რა ძალმომრეობასა და შანტაჟს ეწევიან ევროჩინოვნიკები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის ანგარიშის შესახებ კომენტარის გაკეთებისას, სადაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი.

მათიკაშვილის თქმით, მათი მიზანია, ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რაც თავად სურთ.

„ევრობიუროკრატიამ საქართველოსა და მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ანტიქართული სახე - ისევ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ისმის ევროსტრუქტურებიდან. რას გვთხოვენ ჩვენ? - გვთხოვენ, ქართველებს, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომლითაც საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს იცავს; გავაუქმოთ არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობა, რაც წარმოადგენს აუცილებელ დაცვის მექანიზმს ჩვენი მომავალი თაობისთვის.

ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რა ძალმომრეობასა და შანტაჟს ეწევიან ევროჩინოვნიკები იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რაც მათ სურთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.