მათიკაშვილი ე.წ. კამიტის საქმეზე: ეს არის ცრუპენტელობა დ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, BBC-ის რეპუტაციაზე მე ბევრს არ ვილაპარაკებ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს არის ცრუპენტელობა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
„ეს არის ცრუპენტელობა, არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. BBC-ის რეპუტაციაზე მე ბევრს არ ვილაპარაკებ, მოუსმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას და ნახავთ რეალურად რას დაემსგავსა დღეს ერთ დროს ავტორიტეტული ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
გვარამია ცდილობს თავის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები კვლავ გააგრძელოს და ნამდვილად არ გაგვიკვირდება, რომ მართლაც ამ დიდი ცრუპენტელობის და ტყუილის კვლავ გაგრძელების უკან ისევ გვარამია და რადიკალები იდგნენ. ეს იმდენად თითიდან გამოწოვილი ამბავია და ისეთი ტყუილებით გაჯერებული, რომ რაც არ უნდა მედია საშუალებები ჩართონ მსოფლიოდან და ვინც არ უნდა მოახდინოს ამ რადიკალების დახმარება, ბუნებრივია ამ ტყუილს ვერავინ და არავინ დედამიწის ზურგზე არ დაიჯერებს.
სიმართლე არის აბსოლუტურად სხვა და თუ კი ვინმეს სურს სიმართლის გაგება მტკიცებულებების დონეზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის პრემიერ-მინისტრის განცხადება და შეუძლია ჩაიხედოს საქმეში, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და პროვოკაცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.