Loading data...
მათიკაშვილი: დაარღვევენ კანონს? მოიქცევიან ისე, როგორც ქალბატონი, რომელიც პოლიციის მანქანას დაახტა და ამტვრევდა? დაელოდონ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას

„ყველა შეეგუოს - დაარღვევენ კანონს? მოიქცევიან ისე, როგორც ქალბატონი, რომელიც პოლიციის მანქანას დაახტა და ამტვრევდა მას? ცხადია, დაელოდონ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, კანონდარღვევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„სახელმწიფო მოქმედებს სრულიად ადეკვატურად, როგორც საკანონმდებლო სივრცის გამკაცრების, ასევე, უშუალოდ პროცესების მართვის თვალსაზრისით. ნებისმიერი, ვინც კვლავ შეეცდება დაარღვიოს კანონი, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან იქნება პასუხგაცემული.

ის პირები, ერთი მუჭა რადიკალები, რომლებიც ცდილობენ გადაკეტონ რუსთაველის გამზირი, ბუნებრივია, რომ მათ მიმართ იქნება გამოყენებული ყველა კანონით დაშვებული ყველა ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მილიონნახევრიანი ქალაქის ფუნქციონირებას.

ყველა შეეგუოს - დაარღვევენ კანონს? მოიქცევიან ისე, როგორც ქალბატონი, რომელიც პოლიციის მანქანას დაახტა და ამტვრევდა მას? ცხადია, დაელოდონ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც არის მისაღები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხი ძალმომრეობაზე“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.