1774533418
პოლიტიკა
მარკ რუტე: გვჯერა, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის შენარჩუნება ღირებულია
საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნება ღირებულია, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დღეს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ გარკვეული შეშფოთება არსებობს და დიალოგი და დისკუსია მნიშვნელოვანია.
„საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტრაექტორიაზე. ცხადია ამ მხრივ ამ წუთს არსებობს შეშფოთების საფუძველი, თუმცა საჭიროა დიალოგი და დისკუსია. ჩვენი პოზიციაა, რომ უმჯობესია შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გვქონდეს ამ საკითხებზე დისკუსიების შესაძლებლობა, ვიდრე ვთქვათ, რომ რაღაც არ მოგვწონს და ამის გამო ურთიერთობა სრულად გავწყვიტოთ“, - აღნიშნა რუტემ.